საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნაკრებში დანაკლისია...

15 და 19 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს, პირველს - საფრანგეთში, მეორეს კი - სლოვაკეთში. ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის მეტოქის მოედანზე მიყოლებით მესამე და მეოთხე მატჩი იქნება, აქამდე კი ჩვენმა გუნდმა გასვლაზე აზერბაიჯანს 3:0 მოუგო, შვეიცარიასთან კი 1:2 დამარცხდა...

 

ქართველი ფეხბურთელები 11 ნოემბერს შეიკრიბებიან. სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებს გიორგი არაბიძე და ვატო არველაძე ვერ დაეხმარებიან.

 

ეროვნულ გუნდში გამოძახებული ზურიკო დავითაშვილი ნაკრებს სლოვაკეთში შეუერთდება

 

გია ცეცაძის შემადგენლობა ასეთია

 

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

 

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო

ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა);

 

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).