დინამომ დინამოს ლიდერობა ჩამოართვა!

თბილისის დინამომ რუსთავში მოიგო!

8 ნოემბერს ბათუმის დინამომ ბოლნისის სიონი დაამარცხა და  ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. რუსთავისა და თბილისის დინამოს შეხვედრა გადაწყვეტდა, შავიზღვისპირელების პირველობა დროებითი იყო თუ დედაქალაქელები ლიდერობას დაიბრუნებდნენ.

 

მატჩის პირველ ნახევარში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ გახსნილა. მეორე ტაიმის ნახევარი უკვე გასული იყო, როდესაც 76-ე წუთზე ქავთარაძემ ანგარიში გახსნა, 89-ე წუთზე კი შიშკამ, დინამოს სასარგებლოდ, მატჩის საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.

 

რუსთავმა ამით საქმე ძალიან გაირთულა, გასავარდნ ზონაშია (ათ გუნდიან ჩემპიონატში - მეცხრეზე) და ბოლნისთან 1, ტორპედოსთან კი 3 ქულა აშორებს...

 

ეროვნული ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, 69 ქულით, ცხრილს სათავეში თბილისის დინამო უდგას, მას ფეხდაფეხ ბათუმის დინამო (67 ქულა) მიჰყვება.

 

შემდეგ ტურში დედაქალაქელები სათამაშოდ გორში ჩადიან, სადაც ადგილობრივ დილას შეხვდებიან, შავიზღვისპირელები კი საკუთარ კედლებში რუსთავს მიიღებენ.