ვენგერი: რუმენიგეს ველაპარაკე და შევთანხმდით, რომ...

კალე რუმენიგემ ვენგერს თავად გადაურეკა...

ბილდი წერდა, რომ ვენგერმა ბაიერნს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა მიუნხენელთა ხელმძღვანელობამ ამ წინადადებისგან თავი შორს დაიჭირა. როგორც ჩანს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც გერმანულმა ტაბლოიდმა გვაუწყა. არსენ ვენგერის განცხადებით, რუმენიგესთან კონტაქტი აქვს და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია

 

„ოთხშაბათ საღამოს რუმენიგე მირეკავდა, თუმცა იმ მომენტში პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე და მცირე დროის გასვლის შემდეგ გადავურეკე. ის ოლიმპიაკოსთან სათამაშოდ მიემგზავრებოდა.

 

ჩვენ ოთხი თუ ხუთი წუთი ვილაპარაკეთ. მან მითხრა, რომ ბაიერნის მწვრთნელი მომავალ ორ შეხვედრაში ჰანს-დიტერ ფილკი იქნება.

 

შემდეგ მკითხა, თანამშრომლობით დაინტერესებულნი თუ ვიყავით. ვუპასუხე, რომ ამაზე ჯერ არ მიფიქრია და ცოტა დრო მჭირდება.

 

კვირას ღამემდე დოჰაში ვიქნები და გადავწყვიტეთ, რომ შემდეგ კვირას კიდევ ერთხელ დავილაპარაკებდით. რეალური ისტორია სწორედ ესაა“, - თქვა ვენგერმა.