მბაპემ პსჟ-ს უარი უთხრა

ფრანგს გული ესპანეთისკენ მიუწევს

პსჟ-ს მბაპესთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ფრანგები მზად არიან ახალგაზრდა ვარსკვლავს ისეთი ხელფასი დაუნიშნონ, როგორსაც ნეიმარს უხდიან. ცნობისთვის, ბრაზილიელის წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევროა.

 

ბოლო ინფორმაციით, მბაპე პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მე-7 ნომერს რეალში გადასვლა სურს და ახალ ხელშეკრულებასაც ამიტომ არ აწერს ხელს. რაც შეეხება ბლანკოსს, დიდი ხანია, რაც ესპანელებს მბაპეს შეძენა სურთ.

 

კილიანი პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა. ამ სეზონში მბაპემ 11 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.