მანჩესტერი საქმეს შეუდგა

წითელი ეშმაკები ტოტენჰემის ლიდერთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

წლეულს ზაფხულში მანჩესტერს ტოტენჰემიდან კრისტიან ერიკსენის გადაბირება სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ წითელი ეშმაკები დანიელის შეძენას ზამთარშიც შეეცდებიან. მეტიც, მანკუნიელებმა ფეხბურთელთან და მის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

 

რამდენიმე წელია, რაც ერიკსენი ტოტენჰემის ლიდერი და პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ სეზონში ნახევარმცველმა აშკარად მოუკლო. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში ერიკსენს ტოტენჰემთან კონტრაქტი ამოეწურება და მისი ზამთარში გასხვისება, პოჩეტინოს გუნდისთვის უფრო სარფიანი იქნება.

 

რაც შეეხება მანჩესტერს, ბრიტანელებს პრემიერლიგაში 13 ქულა აქვთ და მე-10 ადგილზე არიან. უახლოეს შეხვედრაში სულშერის შეგირდები ბრაიტონს უმასპინძლებენ.