სარიმ ყოფილი შეგირდი მოინიშნა

ბებერი ქალბატონი ზამთარში ჩელსის ფეხბურთელის შეძენას შეეცდება

იტალიური პრესის ინფორმაციით, იუვენტუსი ჩელსიდან ოლივიე ჟირუს გადაბირებას შეეცდება. ცნობილია, რომ ბიანკონერი ტრანსფერის გაჩარხვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმავს. მოგეხსენებათ სარი იუვეში სწორედ არისტოკრატებიდან მივიდა და აქედან გამომდინარე ფრანგის შესაძლებლობები კარგად იცის.

 

ცნობილია, რომ ჩელსის დატოვებაზე თავად ჟირუც ფიქრობს, რადგან ბრიტანულ გრანდში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. ამ სეზონში მე-18 ნომერმა ლურჯების მაისურით პრემიერლიგაში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ძირითადში ერთხელ დაიწყო და ჯერჯერობით უგოლოდაა.

 

სერია ა-ს მოქმედ გამარჯვებულებს იტალიის ჩემპიონატში 29 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. უახლოეს შეხვედრაში იუვე მილანს დაუპირისპირდება.