ბარსელონას პრეზიდენტმა ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა

ხოსეპ ბართომეუმ ბარსელონას მთავარი მწვრთნელი შეაქო

ბარსელონას პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ერნესლო ვალვერდეზე ისაუბრა.

 

„მიმდინარე სეზონში როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს. მიგვაჩნია, რომ ასეთი გუნდისთვის ვალვერდე იდეალური მწვრთნელია. მას გამოუცდელი და შედარებით გამოცდილი ფეხბურთელების ერთ მუშტად შეკვრა კარგად შეუძლია. სამომავლოდ ფეხბურთელებს შორის აუცილებელია ასეთი კავშირის დამყარება, რაც ერნესტოს კარგად გამოსდის", - თქვა ბართომეუმ.