ლოთარ მათეუსმა კოუტინიო გააკრიტიკა

ბაიერნის ყოფილმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა

მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა ფელიპე კოუტინიოზე ისაუბრა.

 

„რა უნდა გაეკეთებინა კოვაჩს, როდესაც კოუტინიოს, რომელსაც მსოფლიო დონის ვარსკვლავად მიიჩნევთ, მეკარესთან ერთი-ერთზე გოლი ვერ გააქვს? ის კარგად არ გამოიყურება, მას რაღაც აკლია. ჩემი აზრით, ბრაზილიელმა ბუნდესლიგაში ადაპტაცია ვერ გაიარა. აქ ესპანეთისა და ინგლისისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ“, - თქვა მათეუსმა.

 

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი მიუნხენელთათვის წარუმატებლად მიმდინარეობს. 10 ტურის შემდეგ გერმანული გრანდი 18 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ნოემბერს  გერმანიის ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.