დინამომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს უმასპინძლა!

ქართველების კიდევ ერთი ღირსეული მატჩი

წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, დინამომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულსა და B ჯგუფის ლიდერს, უნგრულ ფერენცვაროშს უმასპინძლა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ მრისხანე მეტოქე გვყავდა, თბილისურმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და, ისევე როგორც ბუდაპეშტთან, მხოლოდ ერთი მეოთხედი წააგო. დინამოს პირველი მეოთხედი არ გამოუვიდა, მეტოქე 5 ბურთით გაგვექცა და, ამის შემდეგ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. დანარჩენი სამი მეოთხედი ფრედ დასრულდა: 5:5; 3:3; 2:2...

 

საბოლოოდ - 10:15 ფერენცვაროშის სასარგებლოდ. 

 

დინამოს წყალბურთელებს მხოლოდ ქება ეკუთვნით. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ გუნდს ძალა შესწევს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში თბილისში გამარჯვება მოიპოვოს...