რონალდუ მილანთან საეჭვოა

იტალიაში ტურის ცენტრალურმა მატჩმა შესაძლოა რონალდუს გარეშე ჩაიაროს

სერია ა-ს მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართება, სადაც იუვენტუსი მილანს უმასპინძლებს. მაურისიო სარის თქმით, აღნიშნული მატჩი ტრავმის გამო შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმ გამოტოვოს.

 

„კრიშტიანუს მუხლი აწუხებს. სერიოზული არაფერია, თუმცა პორტუგალიელმა შესაძლოა როსონერისთან ვერ ითამაშოს. დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი მატჩის დღეს გადაწყდება,“-თქვა სარიმ.

 

იუვენტუსს 29 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მილანი კი 13 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება რონალდუს, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, მე-7 ნომერმა 9 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.