ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერზე იხუმრა

სერბმა ჩოგბურთელმა მთავარ მეტოქეებზე, რაფა ნადალსა და როჯერ ფედერერზე ისაუბრა

მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, როჯერ ფედერერზეც ისაუბრა.

 

„როგორც როჯერმა თქვა, განრიგი სწორად უნდა შეადგინო, რათა ოჯახისთვის დრო დაგრჩეს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ ახერხებს ფედერერი, რომელიც 4 შვილის მამაა, წარმატებით თამაშს. მაგალითად მე ამის გაკეთება 2 ბავშვითაც მიჭირს,“ - იხუმრა სერბმა ჩოგბურთელმა.

 

ჯოკოვიჩმა რეიტინგის პირველ ნომერზე, რაფაელ ნადალზე და მასთან პაექრობაზეც ისაუბრა.

 

„ჩვენ მსოფლიოს პირველი ჩოგნის ტიტულისთვის ვიბრძვით. ჩემი აზრით, ყველაფერი ლონდონში გადაწყდება. მართალია რაფა ლიდერობს, თუმცა პარიზში გამარჯვების შემდეგ შანსები მეც გამიჩნდა“, - თქვა ჯოკოვიჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ სერბმა მიმდინარე სეზონში 5 ტიტული მოიგო.