ჩიხურამ მოიგო: ლოკოს ევროპა დროებით გადაიდო

საჩხერის ჩიხურამ თბილისში 2:0 მოუგო ლოკომოტივს და მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო. ლოკოს ერთი ქულაღა სჭირდება, რათა ევროპა ლიგაზე გასვლა გაინაღდოს და სავარაუდოდ, დარჩენილ ორ ტურში ამას მოახერხებს კიდეც.

 ცხრილიდან გამომდინარე, ჩიხურას უფრო სჭირდებოდა გამარჯვება და ასეც მოხდა. ზემოიმერლები საშიშ ზონას დაშორდნენ. მერვე და მეცხრეზე გასვლა აღარ ემუქრებათ. 

 

პირველი გოლი სტანდარტულს მოჰყვა: კუთხური, დავით მაისაშვილმა ოდნავ შეუცვალა ბურთს მიმართულება და დასწრებაზე ოლეგ მამასახლისმა ფეხით შეაგდო - 0:1. მეორე გოლი კი გიორგი ფანცულაიას პასით დემურ ჩიხლაძემ გაიტანა.

 

ლოკომოტივმა ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. 

 

ლოკომოტივი - ჩიხურა 0:2

 

გოლები: 0:1 მამასახლისი (31), 0:2 ჩიხლაძე (47)

 

ბომბარდირები

 

19 - კუტალია (დინამო თბ)

16 - ფლამარიონი (დინამო ბთ)

13 - სიხარულიძე (ლოკომოტივი)

13 - ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი)

12 - შენგელია (დინამო თბ)