შენგელიამ სივასპორთან წითელი ბარათი მიიღო

ქართველი შემტევისთვის სივასპორთან მატჩი ორმაგად წარუმატებელი გამოდგა

თურქეთის ჩემპიონატში ლევან შენგელიას ქონიასპორი სივასპორს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე მოედნის იძულებით დატოვება მოუწია. საქმე იმაშია, რომ ლევანმა 3 წუთიან მონაკვეთში ყვითელი ბარათი 2-ჯერ მიიღო, რასაც შესაბამისად წითელი მოჰყვა და ჩვენებურმაც თამაში დროზე ადრე დაასრულა.

 

ქონიასპორს 13 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. რაც შეეხება შენგელიას, შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი თურქულ გუნდში დაახლოებით 3 თვის წინ თბილისის დინამოდან გადავიდა. ქონიასპორის მაისურით შენგელიამ 8 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით უგოლოდაა.