ზივზივაძეს ვერ აჩერებენ

ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა

უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, მეზოკოვესდი, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, ზალაეგერსეგის ესტუმრა და მატჩი 1:1 დასრულდა. სასიხარულოა, რომ ეს ერთადერთი გოლი სტუმართა რიგებში სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაიტანა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

 

აღსანიშნავია, რომ ზივზივაძეს მშვენიერი დრო უდგას. 25 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში უნგრელთა მაისურით 6 გოლი გაიტანა, ისე კი ზედიზედ 3 მატჩია მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს.