მაკარიძემ პორტუგალიაში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

ქართველმა მეკარემ 11 მატჩიდან 7 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა

პორტუგალიის ჩემპიონატში ვიტორია სეტუბალი, რომლის ღირსებასაც გიორგი მაკარიძე იცავს, რიო ავეს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა ქართველი მეკარე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. 61-ე წუთზე ჩვენებურმა პენალტი მოიგერია.

 

 

აღსანიშნავია, რომ გიორგი მშვენიერ ფორმაშია. 11 მატჩიდან 29 წლის მეკარემ 7 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.