პროგნოზი: ვალიადოლიდი-ატლეტიკო

ვალიადოლიდი-ატლეტიკო

დრო: შაბათი, 15 დეკემბერი, 19:15 საათი

მსაჯი: ალბერტო ინდიანა მალენკო (ესპანეთი, 45)

 

სატურნირო მდგომარეობა

ვალიადოლიდი ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურდა და ამის ფონზე სტაბილურად გამოიყურება. გუნდს 20 ქულა აქვს და მე-12 ადგილს იკავებს. ბურთების შეფარდება-13:15. 

 

ვალიადოლიდმა სეზონი უკეთ დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში რთული კალენდარი დაემთხვა და ქულების დიდი რაოდენობის დაკარგავ მოუწია. გუნდმა წინა ტურში რეალ სოსიედადი (2:1) სტუმრად დაამარცხა და ამით ლა ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

 

ვალიადოლიდი სახლში გაცილებით უკეთესია, ვიდრე სტუმრად. საშინაო არენაზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ 1 წააგო და სამის მოგება მოახერხა.

 

მადრიდის ატლეტიკომ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაში დასკვნითი ტურის მატჩი ჯგუფში ჩარჩენილ ბრიუგესთან სტუმრად ჩაატარა და უგოლო ფრე ითამაშა, რის შედეგადაც პირველი ადგილი დორტმუნდის ბორუსიას დაუთმო.

 

ლა ლიგაში როხიბლანკო, რომელსაც ყველაზე ცოტა (1) წაგება აქვს, 28 ქულას ფლობს და მეორე ადგილს სევილიასთან ინაწილებს, ლიდერ ბარსელონას კი სამით ჩამორჩება. მადრიდელებმა წინა 15 მატჩში 21 გოლი გაიტანეს და ყველაზე ცოტა - 10 გაუშვეს.

 

ატლეტიკოს ყველა ტურნირის ჯამში 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ბოლო 20 მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო. ამ პერიოდის განმავლობაში მეზეწრეები ისეთ გუნდებს დაუპირისპირდნენ, როგორებიც ბარსელონა, მადრიდის რეალი, მონაკო და დორტმუნდის ბორუსიაა.

 

ატლეტიკო ესპანეთის ჩემპიონატში ნათამაშები ფრეების რაოდენობით ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია (7). უფრო მეტჯერ ფრედ შეხვედრა მხოლოდ ცხრილის მეორე ნაწილში მყოფმა ვალენსიამ (9) და ბილბაოს ატლეტიკმა დაასრულეს (8).

 

სტუმრად ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან ატლეტიკომ მხოლოდ ერთი წააგო, 5 კი ფრედ დაასრულა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორიაში მადრიდელები დომინირებენ.

 

ატლეტიკომ ვალიადოლიდს ბოლო 6 მატჩი მოუგო, თანაც ისე, რომ მეტოქეს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

 

2008 წლის შემდეგ გამართული ბოლო 10 მატჩიდან ფრედ არცერთი დასრულებულა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ვალიადოლიდი: მასიპი, ნაჩო, კალერო, ოლივასი, მოიანო, ვილა, ალკარასი, მიშელი, ანტონიტო, პლანო, უნალი.

მთავარი მწვრთნელი: სერჟიო გონსალეს სორიანო (ესპანეთი).

 

ატლეტიკო: ობლაკი, არიასი, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ნიგესი, როდრიგო, პარტეი, კოკე, კალინიჩი, გრიზმანი.

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (არგენტინა).

 

პროგნოზი

ვალიადოლიდი, რომელიც საკმაოდ ცუდ ფორმაშია ბოლო პერიოდში უხვგოლიან მატჩებს აღარ ატარებს, ანალოგიურის თქმა შეიძლება მადრიდის ატლეტიკოზეც, რომელმაც ბოლო 5 მატჩიდან 4-ში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

 

მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი არ გავა @1.55

გოლის გატანს ორივე გუნდი შეძლებს @2.40


ვალიადოლიდი-ატლეტიკო

მადრიდის ატლეტიკო ლა ლიგის ბოლო 12 მატჩში დაუმარცხებელია, რაც 2017 წლის დეკემბრის შემდეგ (20) გუნდისთვის საუკეთესო სერიაა. 

მადრიდის ატლეტიკო ლა ლიგის ბოლო ოთხ ტურში მოგების გარეშე იმყოფება (4 ფრე), ბოლოს გუნდმა ზედიზედ ხუთ მატჩში მოგება 2013 წლის თებერვალში ვერ შეძლო (1 ფრე, 4 წაგება).

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს ლა ლიგის ბოლო ოთხ მატჩში ვალიადოლიდის წინააღმდეგ 6 გოლი აქვს გატანილი, საშუალოდ კი ერთ მატჩში 1.5. არცერთი სხვა გუნდის წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატში საფრანგეთის ნაკრების ლიდერს უკეთესი შედეგი არ უჩვენებია (ასევე კორდობასთან ორ მატჩში 3 გოლი).

მადრიდის ატლეტიკოს ახალწვეულ როდრიგოს ლა ლიგის ბოლო ოთხ მატჩში ორი გოლი აქვს, იმდენივე, რამდენიც ესპანეთის ჩემპიონატის წინა 71 შეხვედრაში. 

ერთდერთი დუბლი, რომელიც რეალ ვალიადოლიდის ფეხბურთელმა ენრე უნალმა ლა ლიგაში შეასრულა, სწორედ ატლეტიკოს წინააღმდეგ ბოლო მატჩში დაფიქსირდა, 2016 წლის მარტში ის ვილიარეალის ღირსებას იცავდა.

იმ შემთხვევაში, თუ ვალიადოლიდის ფეხბურთელი ტონი ვილა ამ მატჩში გოლის გატანას მოახერხებს, 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ ამ გუნდის პირველი მოთამაშე გახდება, რომელმაც ატლეტიკოს კარში ზედიზედ მეორე მატჩში გოლის გატანა მოახერხა, ბოლოს ეს ხავი გუერამ შეძლო.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.