ბედნიერი კონორი და ნურმაგომედოვების მარცხი მოსკოვში

მაკგრეგორი ამ ყველაფრით ძალიან გახალისდა და ნურმაგომედოვებს არაერთი დამცინავი ტვიტი მიუძღვნა

9 ნოემბერს, UFC Moscow-ის ღონისძიებაზე, დავიდ ზავადას წინააღმდეგ, აბუბაქარ ნურმაგომედოვი ასპარეზობდა, რომელსაც კუთხეში, მისი ბიძაშვილი, დაუმარცხებელი ხაბიბ ნურმაგომედოვი გულშემატკივრებოდა. აბუბაქარი, სამკუთხედ მტკივნეულში აღმოჩნდა, საიდანაც თავი ვერ დააღწია და დანებდა. 

 

შედეგად, ხაბიბი, ხაბიბის მამა და მათი ყველა გულშემატკივარი დამწუხრდა, თუმცა ამ ფაქტმა გააბედნიერა კონორ მაკგრეგორი. ის ძალიან გახალისდა ნურმაგომედოვების მარცხით და არაერთი დამცინავი ტვიტი მიუძღვნა მათ...