ბენზემამ პუშკაშს გაუსწრო

ბენზემამ ეიბართან დუბლი გაიფორმა

ლა ლიგის მე-13 ტურში ეიბარმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

 

რეალის ფრანგმა ფორვარდმა, ქარიმ ბენზემამ დუბლი გაიფორმა და მის ანგარიშზეა რეალის მაისურით ლა ლიგაში გატანილი 157 გოლი. ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ ფერენც პუშკაშს (156 გოლი) გაასწრო. ბენზემაზე მეტი რეალის რიგებში უგო სანჩესმა (164 გოლი), სანტილიანამ (186), ალფრედო დი სტეფანომ (216), რაულმა (228) და კრიშტიანუ რონალდუმ (311) გაიტანეს. მადრიდის რეალში გოლების საერთო რაოდენობით ფრანგი შემტევი მე-6 ადგილზეა.

ამ გამარჯვების შემდეგ მადრიდის რეალი 25 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე აღზევდა.