ანორთოსისი ქულას დასჯერდა

ქართველების გუნდი ლიდერობას ინარჩუნებს

კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების ანორთოსისი ნეა სალამისს ესტუმრა და მატჩი 2:2 დასრულდა. თემურ ქეცბაიას დამოძვრილმა გუნდმა გოლი მე-3 წუთზე გაუშვა, 1 წუთში კი ანგარიში გაათანაბრა, 65-ე წუთზე ანორთოსისი წინ გავიდა, თუმცა 9 წუთში წონასწორობა კვლავ აღდგა.

 

სტუმართა რიგებში გიორგი ლორიამ და ნიკა კაჭარავამ 90-90 წუთი ითამაშეს, ბუბა დაუშვილი ბოლო 2 წუთი გაისარჯა, თორნიკე ოქრიაშვილმა კი მთელი მეორე ტაიმი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ქართველ შემტევს თვეზე მეტი გაუცდა. ანორთოსისის რიგებში ბოლოს მან 2 ოქტომბერს აპოლონის წინააღმდეგ ითამაშა. ასევე გამოსარჩევია კაჭარავაც, რომელიც გუნდს საგოლე გადაცემით დაეხმარა 

 

ვერმოგების მიუხედავად, ქართველების გუნდმა ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მართალია ანორთოსისს ომონიას მსგავსად 18 ქულა აქვს, თუმცა უშუალო კონკურენტს ბურთების შეფარდებით ბევრად აღემატება.