ვიტ ჯორჯია დაბრუნდა! ოთხი გოლი, ოთხივე ცაციით...

ვიტ ჯორჯია ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. 2015 წლის შემდეგ პირველად! ფლეი–ოფში ვიტელები იოლად გაუსწორდნენ სამტრედიას. სტუმრად 2:2–ის შემდეგ, მცხეთაში 4:0 სძლიეს.

 

 

პირველ თამაშშიც ჩანდა, რომ ვიტ ჯორჯია უკეთესი გუნდია. 28 წლის მწვრთნელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა საკმაოდ კარგად იმუშავა, სტაბილურად ათამაშა გუნდი ეროვნულ ლიგა 2–ში.

 

ვიტ ჯორჯია უკვე მე–5 წუთზე დაწინაურდა. ზურაბ ღირდალაძემ პირისპირ გასვლისას ტექნიკურად გაიტანა. მალევე, სამტრედია 10 კაცით დარჩა, რადგან შოთა კერძევაძემ გამეტებით ფეხი ჩაარტყა ნიკა მაისურაძეს...

 

მე–13 წუთზე სწორედ მაისურაძემ გაზარდა სხვაობა, დანარჩენი ორი გოლი კი მეორე ტაიმში გავიდა. დავით საჯაიამ და გიორგი ვაზაგაშვილმა  შეასრულეს.  

 

ბოლო წუთზე კი სამტრედიამ პენალტი ვერ გაიტანა: ჯონი შეროზიამ გიორგი ფანცულაიას დარტყმული მოიგერია.

 

ოთხი გოლი, ოთხივე ტექნიკური დარტყმით და ოთხივე მარცხენა ფეხით. ცაციების დღე ჰქონდათ ვიტჯორჯიელებს.

 

როგორც იცით, ვიტ ჯორჯია საქართველოს ორგზის ჩემპიონია: 2004 და 2009 წლებში გახდა. ისე, სამტრედიაც ჩემპიონია: 2016 წელს იზეიმა.

 

ვიტ ჯორჯია – სამტრედია 4:0

 

გოლები: 1:0 ღირდალაძე (5), 2:0 ნ.მაისურაძე (13), 3:0 საჯაია (61), 4:0 ვაზაგაშვილი (63)

 

გაძევება: კერძევაძე (7)

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.