პროგნოზი:​ აუგსბურგი-შალკე

ბუნდესლიგის მე-15 ტურს უშუალო კონკურენტების დაპირისპირება გახსნის

აუგსბურგი-შალკე

დრო: შაბათი, 15 დეკემბერი, 18:30 საათი

მსაჯი: მანუელ გრაფე (გერმანია, 45)

 

სატურნირო მდგომარეობა

ეს ორი გუნდი სატურნირო ცხრილში ერთმანეთის უშუალო კონკურენტია. აუგსბურგს 13 ქულა აქვს და მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო შალკე ერთი ქულითა და ერთი საფეხურით მაღლაა. აუგსბურგმა 20 გოლი გაიტანა და თავად 23 გაუშვა, ამ კომპონენტში შალკეს მაჩვენებელი კი შემდეგნაირია - 15:20.

 

აუგსბურგი მიმდინარე სეზონში ევროპულ ტურნირებში არ მონაწილეობს, შალკე კი, რომელიც მცირე პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, მთავარ აქცენტს სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მაქსიმალურად წარმატებულ გამოსვლაზე აკეთებს და ბუნდესლიგაში არსებული ჩავარდნაც ამის ბრალია.

 

აუგსბურგი სეზონის პირველ ნახევარში ბევრად უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე ახლა. გუნდმა ბუნდესლიგაში ბოლო 4 შეხვედრა წააგო, ყველა ტურნირზე კი 5 მატჩია გამარჯვება არ მოუპოვებია. შინ გუნდი შედარებით უკეთესია, სადაც ბოლო ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა.

 

დომენიკო ტედესკოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გააღწია. ახლა კი, ვიდრე მისი მეტოქე გაირკვევა და საპლეიოფო შეხვედრების ჩატარება მოუწევს, გერმანიის ჩემპიონატში მდგომარეობის დალაგებასა და ზედა საფეხურების დაკავებაზე ორიენტირდება.

 

ბოლო ტურში აუგსბურგმა ლევერკუზენის ბაიერთან სტუმრად (0:1) წააგო, ხოლო შალკემ გათამაშების ლიდერ დორტმუნდთან საშინაო მატჩი დათმო. შუა კვირაში მეშახტეებმა მოსკოვის ლოკომოტივი ჩემპიონთა ლიგაში დაამარცხეს (1:0).

 

 

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორიაში შალკე ყოველთვის დომინირებდა.

 

ბოლო 15 მატჩიდან გელზენკირხენელებმა აუგსბურგს 9 მოუგეს, 5 ფრედ ეთამაშეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.

 

შალკეს სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს, თანაც ისე, რომ ყველა შეხვედრაში მეტოქეს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა. ყველა ამ დაპირისპირებაში 2.5-ზე მეტი ბურთი გავიდა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

აუგსბურგი: ლუთი, მაქსი, ჰინტერეგერი, ჯეფრი, შმიდი, ბაიერი, ხედირა, კაიუბი, გრეგორიტში, ჰანი, ფინბოგასონი.

მთავარი მწვრთნელი: მანუელ ბაუმი (გერმანია).

 

შალკე: ფარმანი, სტამბული, ნალდო, სანე, კალიგურიმ რუდიმ, სერდარი, ოშიპკა, ჰარიტი, ტუხერტი, კონოპლიანკა.

მთავარი მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო (გერმანია).

 

პროგნოზი

შალკე ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლით გადაღლილია, თუმცა ახლა ბუნდესლიგაში ძალების მოკრებასა და სათანადო სიმაღლეზე დაბრუნებას აპირებს. რაც შეეხება აუგსბურგს, გუნდს წაგებათა სამმატჩიანი სერია დაუგროვდა და უშუალო კონკურენტთან მარცხი მიუღებელი იქნება. დიდი ალბათობით მატჩი ფრედ დასრულდება, თანაც ისე რომ გოლების მაქსიმალური რაოდენობა 2-ს არ გადააჭარბებს.


მატჩი ფრედ დასრულდება @3.10

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @2.20


აუგსბურგი-შალკე

აუგსბურგის მიერ გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ მატჩებში საშუალოდ 3.25 გოლი გადიოდა.

აუგსბურგმა მიმდინარე სეზონში საშინაო კედლებში ჩატარებული 6 მატჩიდან კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა, მაშინ როდესაც შალკემ სტუმრად გამართული შვიდი შეხვედრიდან ორში გოლი არ გაუშვა.