მშრალად და დამაჯერებლად

სიონმა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

პლეიოფის განმეორებით შეხვედრაში, ერთმანეთს ბოლნისის სიონი და გაგრა დაუპირისპირდნენ.  მატჩი ბოლნისელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

 

ანგარიში 28-ე წუთზე ვილი ისიანმა გახსნა. სწრაფი კონტრშეტევისას ხმალაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმომდე მიიტანა, შემდეგ 24-ე ნომერს უპასა და მანაც შესანიშნავი დარტყმით მეტოქის კარი აიღო.

 

51-ე წუთზე ხმალაძემ თავად გაიტანა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, ვადიმ შევჩუკის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც კაპიტანმა ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

 

მატჩს წერტილი დავით კირკიტაძემ დაუსვა. 73-ე წუთი იყო, როცა ჯაბა უგულავამ მარცხენა ფლანგზე ერთი მეტოქე მოატყუა, შემდეგ კირკიტაძეს მშვენიერი პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც თავური დარტყმით ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა სიონს 1:0 ჰქონდა მოგებული. თემურ შალამბერიძის გუნდმა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, გაგრა კი მომავალ სეზონშიც ელიგა 2-ში იასპარეზებს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.