კონფლიქტი - სტერლინგი ნაკრებიდან მოკვეთეს

სიტის შემტევი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. ამის მიზეზი კი ნაკრებში თანაგუნდელ ჯო გომესთან მომხდარი კონფლიქტია. 

 

ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება ლივერპულისა და სიტის მატჩისას დაიწყო და როგორც ჩანს, ეროვნული ნაკრების ბაზაზეც გაგრძელდა. 

 

ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა დაადასტურა ცნობა, რომ 24 წლის შემტევი ნაკრებიდან მოკვეთილია და ის 14 ნოემბერს მონტენეგროსთან დაპირისპირებას გამოტოვებს. 

 

სტერლინგი ნაკრებიდან მოკვეთას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ინსტაგრამზე შემდეგი დაწერა:

 

"ყველამ იცის რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის  ინგლისის ნაკრების მომდევნო ორი შეხვედრა. როგორც წესი, ასე არ ვიქცევი და კონფლიქტური არ ვარ. მე და ჯომ უკვე ვისაუბრეთ და შემიძლია ვთქვა, რომ კონფლიქტი წარსულში დარჩა. 

 

ერთ-ერთ მომენტში თავი ვერ მოვთოკე, რადგან ფეხბურთში ხშირად ემოციები ჭარბობს, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია", - წერს სტერლინგი.

 

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები 14 ნოემბერს მონტენეგროს უმასპინძლებს, 17 ნოემბერს კი გასვლაზე კოსოვოს დაუპირისპირდება.

 

View this post on Instagram

A post shared by Raheem Sterling x (@sterling7) on