21 წლამდე ნაკრებში საკადრო პრობლემებია

ქართველი ფეხბურთელები საფრანგეთთან მატჩისთვის ემზადებიან

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 15 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთის ნაკრებს ესტუმრება. გია ცეცაძის გუნდი გერმანიაში, შტუტგარტის ახლოს მდებარე ქალაქ ასპახში დაბინავდა, სადაც 2 დღის განმავლობაში მოემზადება და შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრება.

 

არახალია, რომ ტრავმების გამო გუნდს ვატო არველაძე და გიორგი არაბიძე ვერ დაეხმარებიან, ჯანმრთელობის პრობლემების გამო კი ფრანგებთან ვერც ლუკა ლაკვეხელიანი ითამაშებს. ბოლო ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელებს ტრავმის გამო ლევან ხარაბაძეც გამოაკლდათ და მის ნაცვლად ცეცაძემ ტორპედოელ ვახტანგ ნებიერიძეს უხმო.

 

გია ცეცაძის გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

 

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

 

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

 

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა);

 

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

 

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს ჯგუფში 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, საფრანგეთი კი ამდენივე ქულით ბურთების უკეთესი შეფარდების გამო, მეორე პოზიციას იკავებს.

ფოტო: გფფ