ბარსელონა ზალცბურგს: სად ბანაობთ?!

არ იქნება ესპანეთი, იქნება ინგლისი

100 მილიონი გადაჭარბებულია, - ამბობენ ბარსელონაში და ამატებენ, ასე თუ გაგრძელდება ერლინგ ჰოლანდის მიმართ კლუბი ინტერესს საბოლოოდ დაკარგას... თუმც რა, ბარსელონა დაკარგავს და მანჩესტერი იქაა - ინგლისელებს ავსტრიული ზალცბურგის ფორვარდი სეზონის წინ ინტერში გაყიდული ბელგიელი რომელუ ლუკაკუს შემცვლელად წარმოუდგენიათ.

მოკლედ, სექტემბრიდან მოყოლებული 26 მატჩში 18 გოლის გამტანი ნორვეგიელის მიმართ ინტერესი არ იკლებს, თუმც მისი სატრანსფერო ფასი ბარსელონას დარ გრანდებსაც კი აფრთხობს. 

 

ბარსელონას ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ჰოლანდის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მოთხოვნა, მეტიმეტია. ეს ფასი ფეხბურთელის რეალურ შესაძლებლობებს აშკარად არ შეესაბამება. 

მანჩესტერში კი იმ ფაქტის ეიმედებათ, რომ ჰოლანდი ზალცბურგამდე ნორვეგიულ მიოლდეში სწორედ ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით თამაშობდა და ფეხბურთელის სავარაუდო ტრანსფერისას და საბოლოო ფასის დადგენისას ეს ამბავიც იქნება გათვალისწინებული.