როგორ მოვკლათ ჩილავერტი...

მითხარი, არ მოგერიდოს, გავაქრობთ...


1997 წლის 2 აპრილს მსოფლიო ჩემპიონატის კოლუმბია - პარაგვაის შესარჩევი მატჩის ბოლოსკენ მასპინძელთა მრისხანე ფორვარდი ფაუსტინო ასპრილია და სტუმართა თავქარიანი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი შელაპარაკდნენ. ატყდა ერთი რია-რია, რის შედეგადაც მსაჯმა მოედნიდან ორივე გააძევა...

კოლუმბიელებისა და იქაურ-იმდროინდელი ნარკობარონების ამბავი ხომ იცით?! საბრალო ანდრეს ესკობარზეც ხომ გსმენიათ?! 
ვისაც არა, აგერ, წაიკითხეთ რა მოხდა ხსენებული მატჩის შემდეგ...

- თამაშის შემედგ ჩემთან მოვიდა ხულიო ფიერო და ჩილავერტის მოკვლა შემომთავაზა. მან პირდაპირ გამომიცხადა: „თუ გსურს მითხარი, არ მოგერიდოს, გავაქრობთ და ხვალ ჩილავერტის ფერფლსაც ვეღარ ნახავ. შენს წყენინებას არ ვაპატიებ.“ ფიერო კოლუმბიურ ნარკომაფიაში ერთ-ერთი მთავარი იყო. მას ვუპასუხე, რომ არანაირი წყენა, ეს ფეხბურთია და რაც მოხდა მოედანზევე დარჩა. 

ასე გადაარჩინა ფაუსტინო ასპრილიამ ხოსე ლუის ჩილავერტი...