დიაზები ვალში არ რჩებიან !

ფანმა, ნეით დიაზს ტოტალიზატორში წაგებული ფულის შესახებ უთხრა

UFC 244 - ზე მარცხის შემდეგ ნეით დიაზს მისი გულშემატკივრები ყოველდღიურად ამხნევებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ექიმის ჩარევის გარეშე ის აუცილებლად დაამარცხებდა მასვიდალს ბოლო რაუნდებში. თუმცა ერთმა გულშემატკივარმა მას საკუთარ პოსტზე დაუკომენტარა, რომ ქირის ფული ედო მასზე, წააგო და ახლა მანქანაში უწევს ძილი სანამ ფულს არ იშოვნის. ნეითმა თვალი არ დახუჭა ამაზე და მის ფანს უპასუხა : "არ იდარდო ძუკნა ! დაგეხმარები!"  როგორც ყველა ველოდით ნეითმა თავისი სიტყვა შეასრულა და ფული გადარიცხა. რისი დამადასტურებელი სქრინებიც ინტერნეტში მოგვიანებით გავრცელდა. ნეითი შეიძლება დამარცხდეს, მაგრამ ის ყოველთვის ნამდვილი BMF -ი იქნება!