კლიპერსს Harდენმა დაარტყა

როკეტსისთვის ყველაფერი საკაიფოდ დამთავრდა. 

პატრიკ ბევერლი ძალიან კარგი დამცველია. ალბათ, პირველ ნომრებში -  ერთ-ერთი საუკეთესო. პატრიკ ბევერლის ჯეიმს ჰარდენი ათხოვეს, მიდი, პატ და მიხედე ამ ბრექს, უთხრეს მწვრთნელებმა.

შედეგი - 47 ქულა ჰარდენისგან, ტექნიკური ბევერლის, ტექნიკური და გაძევება კლიპერსის მთავარ მწვრთნელს დოკ რივერსს.

და, ჰიუსტონმა მოიგო. როკეტსისთვის ყველაფერი საკაიფოდ დამთავრდა.

ბევერლი ადრე ჰიუსტონში დარბოდა. ბევერლი ჰარდენის წინააღმდეგ ბევრჯერ იდგა და ამ კონკრეტულ ტესტში პატი ჰარდენის ლავამ, ენერგიამ დაწვა.

რასელ უესთბრუქი: „ბევერლი? კარგი დამცველი? არა! ის, უბრალოდ, ბევრს დარბის და გაბოლებთ, რომ დაცვას თამაშობს. 47! კარგმა დაცვამ 47 ქულა მოიტანა.“

ბევერლი 6 ფოლით გავარდა. კავაიმ სტაბილურად აკრიფა, მაგრამ ჰიუსტონი იმსახურებდა ამ მოგებას. და, მოიგო.

ჰიუსტონი ძალიან კარგი გუნდია. არა - საჩემპიონო, მაგრამ ჰარდენის ბანდა დასავლეთის 4 საუკეთესოში შევა. კლიპერსი პოლ ჯორჯს ელოდება.

მალე, ძალიან მალე რივერსის გუნდი მუტანტი გახდება.

 

დღის მატჩი

ჰიუსტონი - კლიპერსი 102:93 (31:15, 18:22, 25:31, 28:25)

ჰიუსტონი: ჰარდენი (47, 7 პასი, 6 მოხსნა, 3 ჩაწღა), უესთბრუქი (17), კაპელა (12, 20 მოხსნა).

კლიპერსი: ლეონარდი (26, 12  მოხსნა, 7 პასი), ლუ უილიამსი (2), ჯეიმაიკლ გრინი (14).