რობერტ ლევანდოვსკი - რეკორდმაისტერების რეკორდსმენი

პოლონელის მორიგი აღიარება

რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონელმა ამ კომპონენტში პირველობა არც აგვისტო-სექტემბერში დაუთმო ვინმეს, იგი ზედიზედ მესამედ გახდა თვის ბაიერნელი. აღსანიშნავია, რომ გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა რეკორდმაისტერში თვის საუკეთესოს წოდება ზედიზედ სამჯერ ერთმა ფეხბურთელმა მოიპოვა.

 

ლევანდოვსკი ბრწყინვალე ფორმაშია. ამ სეზონში პოლონელმა ბაიერნის მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ბაიერნს, გუნდს კარგი დრო არ უდგას. მოგეხსენებათ გერმანელებმა ნიკო კოვაჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს და ეხლა მის შემცვლელს ეძებენ.

 

 

ამ მომენტისთვის ბაიერნს ბუნდესლიგაში 21 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა და ლიდერ გლადბახს 4 ქულით ჩამორჩება. უახლოეს შეხვედრას გერმანელები სტუმრად დიუსელდორფის ფორტუნასთან ჩაატარებენ.