ქარიშხალამ ისევ მოიგო

ქარიშხალა კარგ ფორმაშია

ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატი განახლდა. უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის მატჩებში ქარიშხალამ წყალტუბოს 31-21 მოუგო , ქვეყნის ჩემპიონმა, ფოთის „ოქროს ვერძმა“ კი პეგასი 24-14 დაამარცხა.

 

 4 მოგებით 2018 წლის ჩემპიონი, თბილისის ქარიშხალა ლიდერობს, უდანაკარგოდაა ასევე სამტრედია - 3 მატჩში 6 ქულა, 5 ქულა გაუხდათ ფოთელებს. ხვალ გლდანში სწორედ ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული ითამაშებს - ქარიშხალა ფოთის წინააღმდეგ. დასაწყისი 14:30. 16 საათზე პეგასი წყალტუბოს პრომეთეს შეხვდება. ორივე ამ გუნდს 4-4 წაგება აქვს.

 

დღევანდელ მატჩებში სამი ხელბურთელი ათგოლიან ნიშნულს გადასცდა: ფოთელმა ლანა გოგიამ, ქარიშხალას ანა ჩხაიძემ და წყალტუბოელმა ანა კეკუტიამ 12-12 გოლი გაიტანეს.

 

დანარჩენი 4 გუნდი - ყვარელი, მამული, სამტრედია და აჭარა მე-4-5 ტურის მატჩებს 28-29 ნოემბერს გამართავს. პირველი წრე 20 დეკემბერს დასრულდება. ორწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ ჩემპიონის ვინაობას ფიალური ოთხეულის ტურნირი გამოავლენს.

 

მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის მიხედვით