რონალდუმ მესისთან სხვაობა გაზარდა და რეკორდამდე 11 გოლი აშორებს

კონკურენცია გრძელდება

ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, პორტუგალიამ ლიეტუვა მიიღო და 6:0 დაამარცხა. აქედან 3 გოლი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. 

 

მას 11 გოლი დარჩა ირანელი ალი დაეის მსოფლიო რეკორდამდე, რომელსაც ნაკრებში 109 გოლი აქვს გატანილი - შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რონალდუს 98 დაუგროვდა.

 

ასევე, ეს კრიშტიანუსთვის 55-ე ჰეთ-თრიქი იყო (46 კლუბებში; 9 ნაკრებში) და ამ მაჩვენებლით ლეო მესის კიდევ უფრო გაასწრო - არგენტინელის ანგარიშზე 52 ჰეთ-თრიქია (46 ბარსელონაში; 6 ნაკრებში)