მასვიდალი და დიაზი. ნიკ დიაზი!

ნიკ დიაზი და ხორხე მასვიდალი შეთანხმებასთან ახლოს არიან

რა გვახსოვს ნიკ დიაზის შესახებ ? ის,  რომ სტრაიკ ფორსის და WEC ის ჩემპიონია, ის,  რომ მასზე შეუპოვარ და სისხლიან ჩხუბს თითქმის არავინ ჩხუბობდა. კიდევ ის, რომ ძალიან უყვარს მარიხუანა და ამის გამო USADA -მ 5 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისთვის ნეითზე ძვირფასი არაფერია.  არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში, კითვხაზე არის თუ ირის ეს ახლა ბედნიერი, მან ასეუპასუხა: „ არა, როგორ ვიქნები ბედნიერი, ჩემ ძმას სახეში ფეხი ჩაარტყეს“. იმავე ინტერვიუში, მის შესაძლო დაბრუნებაზე და მასვიდალთან ჩხუბზეც ისაუბრა, თუმცა დიდად დამაჯერებლად არ ჟღერდა. გავიდა რამდენიმე დღე და მასვიდალი - უფროსი დიაზი უფრო აქტუალური და რეალური გახდა. ჯერ ჩელ სონენმა თქვა, რომ უფროს ძმასთან ჩხუბი ბევრად მომგებიანი იქნება ხორხესთვის, ვიდრე რემატჩი ნეიტთან. ამას მოჰყვა ვიდეოები ნიკის ინსტაგრამზე, სადაც ის ვარჯიშობდა და დარბოდა, შემდეგ ხორხეს განცხადება, რომ ძაან მოსწონს ეს იდეა და სიამოვნებით შევიდოდა გალიაში, სადაც მას ლეგენდარული ნიკ დიაზი დახვდებოდა. საბოლოოდ კი მივედით იქამდე, რომ ორივე მებრძოლი საჯაროდ გამოთქვამს სურვილს ბრძოლასთან დაკავშირებით  და თანაც MIAMI -ში. როგორც ჩანს, სტოქტონელ განგსტერს ხორხეს საკუთარ მოედანზე შერცხვენა სურს.  თუ ეს დაპირისპირება გაოფიციალურდა, ჩვენ წინ უნიკალური სანახაობა გველის. ლეგენდის დაბრუნდება, უფროს ძმის შურისძიება, WEST vs EAST , რაც გინდათ ის დაარქვით., ფაქტია , რომ ეს იქნება ომი ორ შეუდარებელ მებრძოლს შორის.