ლებრონის წრეში ბურთი

არაფერი განსაკუთრებული, არალებრონული.

ლებრონ ჯეიმსმა წრეში ბურთის - ამ თამაშის ახალი წესები გამოიგონა. ერთის გაჭრის ნაცვლად, რომელიც ორივე მხრიდან მონდომებული მეგობრების სროლის შემდეგ ბურთს იცილებს, აქ სხვა წესებია - ის, ერთი, რომელიც შუაში დგას, ორივე მხარეს ჩამწკრივებულ ბავშვებს ჭრის და ამას ისე სწრაფად აკეთებეს, რომ ყოველთვის იგებს.

ლებრონი ნოვატორი გამჭრელია. ისე იგებს, რომ არ იღლება და თუ ვერ იგებს, თამაში იცვლება და ახალი წესებით მიდის. ლებრონ ჯეიმსის წესებით.

ჯეიმსი დღეს ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა და ლებრონმა იცის, რომ კარიერის ბოლომდე ასე გაგრძელდება. ლიგა ვერ შეცვლის წესებს. ლიგა ვერ ცვლიდა წესებს ბევრი წლის წინ, როდესაც კალათბურთმა მაიკლ ჯორდანი გაიცნო. ლიგა ვერ ცვლის წესებს დღესაც, როდესაც აქ ლებრონი სეირნობს. ლებრონი მეფეა.

რა გააკეთა ლებრონმა ატლანტასთან?

არაფერი განსაკუთრებული, არალებრონული.

33 წუთი, 33 ქულა, 12 პასი, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 0 (!!!!!!!!) შეცდომა.

წადი რა, ძმაო, დაისვენე, აქ მოკვდავების ლიგაა და შენ მარველის პიჟონებთან ან - ტალახაძესთან ითამაშე. უფრო სამართლიანი იქნება.

ჯეიმსმა ატლანტა მოკლა. ერთი დღით ადრე ჰოქსი პოლ ჯორჯმა დაჭრა. იქ, კლიპერსმა კავაი ლეონარდის გარეშე აკრიფა და ჩვენ ერთ გარჩევას ველოდებით.

როდესაც ლეიკერსი კლიპერსს დაეჯახება. და კლიპერსში ლეონარდი და ჯორჯი უნდა იდგნენ.

ლეიკერსმა ატლანტას 122:101 აარტყა. ლებრონი იწყებს.