12 განრისხებული მამაკაცი

ჰიუსტონთან და მილუოკისთან იაღლიშების შემდეგ, პეისერზმა მოიგო. 

გოგა ბითაძე კარგად ჩაერთო თამაშში. გოგამ 5 ცოცხალი სროლიდან 2 გამოიყენა, მრავალფეროვნებისთვის 1 საჯარიმო სხვაგან გაუშვა და ჩვენთვის საინტერესო სტატისტიკა დასვა. გოგა ცოტათი ყველგან იყო.

ინდიანა სიღრმით იგებს და ძალიან საინტერესო კალათბურთს ყომარობს. ინდიანამ სხვებით თამაში ისწავლა.

ძმები ჰოლიდეები კარგ ფორმაში შევიდნენ. აარონმა 24 ქულით და 13 პასით კარიერის რეკორდები დასვა და ჯასტინმა 20 ქულა მიარტყა ბრუკლინს, რომელმაც პირველ მეოთხედში 18 ქულით ამ სეზონის პირადი ანტირეკორდი დასვა. მეორეში ნეთსი 17 ქულაზე დარჩა. დაღლილი გუნდის სტატისტიკა. ბრუკლინი დალეწილი კაირი ირვინგის და კარის ლევერტის გარეშე იყო.

ინდიანამ არ გარისკა და დაასვენა მალკოლმ ბროგდონი. ისვენებდა ჯერემი ლემბიც და ბიჭებმა მაინც გაქაჩეს. ძალიან კარგი იყო დომანტას საბონისი. ლიტველს 18 მოხსნა ჰქონდა. კარიერის ახალი რეკორდი. და, ეს შედეგი წელს აუცილებლად გაუმჯობესდება.

პეისერზის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა 11 მოთამაშე აუშვა. მწვრთნელით და მოტივირებული ნეიტით ინდიანამ ბრუკლინი გადატეხა.

ჰიუსტონთან და მილუოკისთან იაღლიშების შემდეგ, პეისერზმა მოიგო. ორლანდოსთან ტესტით გუნდი უკვე საკუთარ ტერიტორიაზე გადადის.

ველოდებით.  

 

დღის მატჩი

ბრუკლინი - ინდიანა 86:115 (18:18, 17:41, 33:25, 18:31)

ბრუკლინი: დინუიდი (28, 8 პასი, 5 მოხსნა), ალენი (10, 12 მოხსნა), ტემპლი (10).

ინდიანა: აარონ ჰოლიდეი (24, 13 პასი), ჯასტინ ჰოლიდეი (20), უორენი (19), საბონისი (16, 18 მოხსნა), მიტრუ-ლონგი (12), ბითაძე (4 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა).