გუანჯოუს მასტერსი ქართულად დაიხურა

ლიპარტელიანმა და თუშიშვილმა ჩემპიონობა არავის დაუთმეს

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, 2018 წლის შემაჯამებელი მასტერსი ძიუდოში,  ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) და გურამ თუშიშვილი ავიდნენ (+100).

 

ნაკრების კაპიტანმა ფინალამდე რუს ნიაზ ბილალოვს სძლია, შემდეგ ირლანდიელ ბენჟამინ ფლეტჩერს, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა პეტერ პალჩიკი (ისრაელი) გააკრა ბეჭებზე. ოქროს მედლისთვის კი ლიპარტელიანს ტატამზე მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი არ გამოუცხადდა. გუანჯოუში ჩემპიონობით, ვარლამ ლიპარტელიანმა თავის წონაში რეიტინგის ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

სუსტი მეტოქეები არც გურამ თუშიშვილს ჰყოლია. წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, ჯერ ყირგიზი იური კრაკოვეცკი დაამარცხა, შემდეგ ავსტრიელი სტეფან ნეგი, ნახევარფინალში  კი იაპონელი კოკორო კაგეურა. საჩემპიონო ბრძოლაში კი გურამ თუშიშვილმა, ბრაზილიელი რაფაელ სილვა შებოჭვით დაამარცხა.