ხაბიბი კონორზე: "ის იდიოტია, ჩვენ იდიოტებს ყურადღებას არ ვაქცევთ"

ხაბიბმა კონორზე ისაუბრა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორთან შესაძლო განმეორებით ბრძოლაზე ისაუბრა.

 

„სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ კონორს ეს ბრძოლა სურს. მას ოთხი რაუნდის განმავლობაში ვცემდი, ვურტყამდი და ვახრჩობდი, მან კი ხელი დაარტყა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ კონორს არ უნდოდა იქ ყოფნა. სიტყვიერად რომ აღვწერო, ეს ჟღერდა როგორც: „გთხოვ, გეხვეწები, გამიშვი“, ახლა კი მას რევანში სურს?

 

პირველყოვლისა, მან განმეორებითი ბრძოლა უნდა დაიმსახუროს. მისი უკანასკნელი გამარჯვებიდან თითქმის სამ წელზე მეტია გასული. იმისათვის, რომ ტიტული მომეგო, ზედიზედ 10 შეხვედრა მოვიგე. მისგან განსხვავებით, მე ყველაფერს საქმით ვამტკიცებ და არა სიტყვებით. ის იდიოტია, ჩვენ კი იდიოტებს ყურადღებას არ ვაქცევთ“, - თქვა ნურმაგომედოვმა.