ტოტენჰემი მოურინიოს ფულს არ მისცემს

ჟოზეს პირველი თავსატეხი ახალ გუნდში

არახალია, რომ ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის ახალი მთავარი მწვრთნელია. პორტუგალიელმა სპეციალისტმა დეზებთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გააფორმა.

 

The Guardian-ის ცნობით, ზამთარში ტოტენჰემი ტრანსფერებს არ განახორციელებს. აღნიშნული წყარო გვამცნობს, რომ გუნდის მესვეურები ჟოზეს ფეხბურთელების შესაძენად ფულს არ გამოუყოფენ. ისიც ითქვა, რომ ტოტენჰემი კეინთან შელევას კვლავ არ აპირებს და მათი მიზანია ინგლისელი მინიმუმ შემდეგ სეზონშიც დეზთა რიგებში იყოს.

 

ტოტენჰემს პრემიერლიგაში 14 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ლონდონელები ვესტ ჰემის წინააღმდეგ ჩაატარებენ.