ცირიაკი: პიკე აზრზე არ არის

იონ ცირიაკმა პიკე გააკრიტიკა

იონ ცირიაკი საჩოგბურთო სამყაროში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მადრიდის მასტერსის მფლობელია და სამეფო სპორტშიც სიტყვა ეთქმის. ჰოდა, თქვა კიდეც და ბარსელონას მცველს და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჟერარდ პიკეს „გადაურბინა“.

 

„მე მას ვუთხარი, რომ ჩოგბურთის გაგებაში არ არის და ფეხბურთს მიხედოს. ახლა, იმ დონეზეც მივედით, რომ ჩოგბურთში ფეხბურთელი გვახვევს აზრებს თავზე. რეფორმირებული დევისის თასის გათამაშებაც, რომელიც ახალი ფორმით 2019 წელს გაიმართება დიდი სისულელეა. 18 გუნდი ერთი კვირის მანძილზე მხოლოდ ფულის გამო იბრძოლებს. ისე რატომ გვიკვირს? ფეხბურთელისგან სხვას რას ველოდით“ - ამბობს იონ ცირიაკი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.