მარიამ ბოლქვაძე მეორე წრეშია

ქართველი სპორტსმენის მომავალი მეტოქე ესპანელი ჩოგბურთელი იქნება 

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც სოლარინოს ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, პირველ წრეში ბრიტანელ დესტინ მარტინსს ორ სეტში 6:3; 6:2 მოუგო. 21 წლის ჩოგბურთელი მეორე წრეში ხულია პაიოლას დაუპირისპირდება. 

 

ჩვენებური წყვილთა თანრიგშიც გამოდის და მისი მეწყვილე ჩეხი მონიკა კილნაროვაა. აქვე გეტყვით, რომ ბოლქვაძე და კილნაროვა 1/4 ფინალში იტალიურ-ხორვატიული წყვილის წინააღმდეგ ითამაშებენ. ტურნირი 25 ათასი დოლარის კატეგორიისაა და გამარჯვებული თანხასთან ერთად 150 სარეიტინგო ქულასაც მიიღებს.