ვაისი: ეს სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია...

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ.

 როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაიზარდა: საქართველო ნახევარფინალურ ფლეი ოფში შინ ბელარუსს თუ მოუგებს, ფინალს ასევე საშინაო კედელბში ჩაატარებს – ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ან კოსოვოსთან.

 

„ეს სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია. ქართული ფეხბურთისთის ისტორიული შესაძლებლობა... მომენტი, როცა შეგვიძლია ისტორია გადავწეროთ“ – უთხრა ვაისმა უეფას ოფიციალურ საიტს.