ბოლქვაძე დამარცხდა, თუმცა იტალიაში სათამაშო ისევ აქვს

მარიამის კიდევ ერთი შანსი

მარიამ ბოლქვაძე იტალიის ქალაქ სოლარინოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 000 დოლარია, ხორვატ იანა ფეტს შეხვდა და, სამწუხაროდ, ორ სეტში - 2:6; 3:6 დამარცხდა.

 

მიუხედავად ამ მარცხისა, ქართველი აპენინებზე რჩება და შემდეგ კვირაში დაგეგმილ კიდევ ერთ 25 000$-იან საერთაშორისო ტურნირზე მე-3 განთესვით ითამაშებს.