„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს“ - მოღალატეთა კლუბი

მოღალატეებო ყველა ქვეყნისა - შეერთდით

ჟოზე მოურინიო უკვე „არასოდეს, არასოდეს, არასოდეს“ კლუბს შეუერთდა. 2015 წელს მან თქვა, რომ ჩელსის ფანები იმდენად უყვარს, ტოტენჰემში არასდროს იმუშავებდა, 2019 წლის ნოემბერში კი მან დეზებთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. დავბრუნდეთ წარსულში და გავიხსენოთ ის ადამიანები, საკუთარ სიტყვას რომ უღალეტეს

 

ფლორენტინო პერესი - დევიდ ბექჰემი

 

 

პერესმა 2003 წელს სამჯერ უარყო ბექჰემის ტრანსფერი. ყველგან იწერებოდა, რომ რეალს ინგლისელი ფეხბურთელი აინტერესებდა, თუმცა ფლორენტინომ განაცხადა: „მადრიდში ბექჰემის კანდიდატურას არავინ განიხილავს და სათქმელი მეც არაფერი მაქვს“ - შედეგი ყველასთვის ცნობილია, იმავე ზაფხულს მანჩესტერის 7 ნომერი სანტიაგო ბერნებეუზე გადაბარგდა.

 

ბარსელონა - ფიგუ - რეალი

 

2000 წელს მთელი საფეხბურთო სამყარო გაოგნებული იყო - ფიგუ ბარსელონადან რეალში გადავიდა. აქაც, რა თქმა უნდა, ფლორენტინო პერესი ფიგურირებს. მან საპრეზიდენტო არჩევნები ლორენცო სანცის მოუგო, სწორედ იმ პირობით, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს დაიმატებდა. არადა, ლორენცოს ანგარიშზე 3 წელიწადში 2 ჩემპიონთა ლიგა იყო.

 

არადა, გვახსოვს ფიგუს განცხადება: „ბატონო პერეს, ბარსა მოიგებს თუ წააგებს მნიშვნელობა არ აქვს, აქ თამაშს გავაგრძელებ. ეს ის კლუბია, სადაც მთელ კარიერას გავატარებ“ - მოკლე ხანში ის რეალში გადავიდა.

 

ნიკოლა მიროტიჩი

 

ნიკოლა მიროტიჩი NBA-დან ბარსელონაში გადავიდა. ეს სპორტული სამყაროსთვის სრული შოკი იყო, რადგან ის რეალში 2008-დან 2014 წლამდე თამაშობდა და ამბობდა, რომ კატალონიაში არასდროს გადავიდოდა.

 

დაბი გუიზა

 

დანი გუიზა ხერესში დაიბადა და აღიზარდა, სწორედ ამ მიზეზით, მან 2007 წელს ერთხელ თქვა: "კადისის ფორმას არასდროს ჩავიცვამ", თუმცა  2015 წელს მან ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. 

 

"მინდა დავიწყო ბოდიშით. ადრეულ წლებში რაღაც უაზრობა ვილაპარაკე. ახლა ერთი სული მაქვს კადისისთვის როდის ვითამაშებ"

 

ინიგო მარტინესი

 

ბილბაოს ატლეტიკი რეალ სოსიედადიან ფეხბურთელების ყიდვას ყოველთვის ცდილობდა. ასე მოხდა ინიგო მარტინესის შემთხვევაშიც

 

„არ ვფიქრობ, რომ ატლეტიკი მოვა და მტერს ჩემ სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაუხდის. ასეთ რამეზე არ ვფიქრობ. ძალიან მშვიდად ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ“, - თქვა ინიგომ 2014 წელს, 2018-ში კი მოწინააღმდეგე ბანაკში გადავიდა.

 

ანრი და ლა ლიგა

 

 

2006 წელი იყო, როდესაც ანრიმ თქვა: „ესპანეთში არასდროს ვითამაშებ. ინგლისი საუკეთესო ქვეყანაა სადაც ფეხბურთს საუკეთესოდ თამაშობენ. ჩემმა გუნდმა მაჩვენა, რომ არსად უნდა წავიდე, აქ ის გულია, რომელიც სხვაგან არ მოიძებნება“.

 

ამ სიტყვების შემდეგ მხოლოდ 1 წელი გავიდა და ფრანგი ფეხბურთელი ბარსელონაში გადავიდა...