პიკე: სად ფედერერის ტურნირი, სად - ჩვენი...

"არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ"

ჩოგბურთში, დევისის თასის ერთ-ერთი დამფინანსებელი ხერარდ პიკეა. ესპანელმა ფეხბურთელმა ლეივერის თასზე ისაუბრა, რომელსაც თანაპარტნიორობის ფარგლებში სათავეში როჯერ ფედერერი უდგას 

 

„ჩვენ ფედერერის აგენტს შევხვდით და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, რაღაც არ მესმის. არ ვფიქრობ, რომ ლეივერის თასს დევისის თასისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. ფედერერის ტურნირი სულ 3 წელია ტარდება, ჩვენსას კი 119 წლიანი ისტორია აქვს. ცუდად არ გამიგოთ, როჯერის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ბიზნეს ინტერესებიც არსებობს,“ - თქვა პიკემ