მერებაშვილის გოლი პლოცკის გამარჯვებისთვის არ ეყო (+ვიდეო)

დიდი ხნის შემდეგ, მერებაშვილი სასტარტოში იყო და გაიტანა

პლოცკის ვისლა ერთერთ აუტსაიდერ გორნიკს ესტუმრა. ამ შეხვედრას მერებაშვილის გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე მყოფ ლეგიას ქულებით გაუთანაბრდებოდა. 

 

დიდი ხნის შემდეგ, მერებაშვილი სასტარტოში იყო და გოლის გატანაც მოახერხა.

 

ქართველის გოლით ვისლა იგებდა კიდეც, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ ფრედ - 2:2 დასრულდა. 

 

ამ შედეგით პლოცკელები მეექვსე ადგილზე არიან და შემდეგ ტურში, 29 ნოემბერს, ლეხს დაუპირისპირდებიან.