ფრანჩესკო ტოტიმ რომაში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

ტოტიმ რომაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

რომას ყოფილმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, რომაულ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

 

„სამწუხაროდ, წარსულში განცდილ წყენას მარტივად ვერ ვივიწყებ. იმ შემთხვევაში, თუ რომა დაბრუნებას მთხოვს, ეს დიდ პრობლემებს წარმოშობს. როგორ მოვიქცევი? მათ უარით გავისტუმრებ, რადგან საკუთარ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ -2 წლის წინ ეს კლუბი უკვე დავტოვე. დაბრუნებას აღარ ვაპირებ“, - განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი რომას ღირსებას 1992-2017 წლებში იცავდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2017 წლის ივლისში, მან კლუბის დირექტორის პოსტი ჩაიბარა, 2 წლის შემდეგ კი გუნდში არსებული პრობლემების გამო აღნიშნული თანამდებობა დატოვა.