სუარესი: ლივერპულში თამაშის დროს ასეთი დიდი ბიუჯეტი არ გვქონდა

სუარესი ლივერპულში გატარებულ დროს იხსენებს

როდესაც ლუის სუარესი ლივერპულში თამაშობდა, მერსისაიდელებს პრემიერლიგის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. ურუგვაელი ფორვარდი სწორედ ამ პერიოდს იხსენებს



"პრემიერლიგის მოგება ურთულესია, რადგან სეზონი ძალიან დიდ ხანს მიმდინარეობს. ახლა მათ საოცნებო ტიტულის მოგების კარგი შანსი აქვთ. ისინი ამასთან გასულ წელსაც ახლოს იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტი მხოლოდ ქულა გამოდგა. როცა ინგლისში ვთამაშობდი, პირველობასთან ახლოს ჩვენც ვიყავით, თანაც ახალგაზრდა ფეხბურთელებით და იმ ფინანსური შესაძლებლობების გარეშე, ლივერპულელებს ახლა რომ გააჩნიათ,"- თქვა ლუის სუარესმა

 

სუარესი ლივერპულში 2011-დან 2014 წლამდე თამაშობდა და პრემიერლიგაში 69 გოლი გაიტანა...