შენგელია - MVP! ამის წერა არ მოგვწყინდება!

შენგელიასთვის მნიშვნელობა არ აქვს ლიდერს ხვდება თუ აუტსაიდერს!

შენგელიამ მიყოლებით უკვე მეხუთე შთამბეჭდავი მატჩი შემოგვთავაზა! ის ლიდერს აუტსაიდერისგან არ არჩევს, გამოდის და მეტოქეებს ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს! გადავხედოთ წინა ოთხ შეხვედრას 

შენგელია VS ობრადოირო - 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი.

შენგელია VS მაკაბი - 31 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი.

შენგელია VS ფუენლაბრადა - 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი.

შენგელია  VS ცეესკა - 22 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი.

რა შანსი ჰქონდა ბოლო ადგილზე მყოფ ზენიტს, ასეთ ფორმაში მყოფი ქართველი გაეჩერებინა? 

 



თორნიკეს სტატისტიკა ზენიტთან შეხვედრაში 20 ქულა (ორქულიანი - 8/10; სამქულიანი - 1/2; საჯარიმო 1/2) 7 მოხსნა და ორი გადაცემა იყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +24-ს შეადგენდა. 

 

აღსანიშნავია, რომ, ამ შეხვედრის შემდეგ, შენგელიას ევროლიგაში უკვე 1500 ქულაზე მეტი დაუგროვდა. 

 

საბოლოოდ, ბასკონიას სასარგებლოდ - 70:60

 

 

ამ გამარჯვებით ესპანური გუნდი ევროლიგაში მე-9 ადგილზე გადავიდა და 28 ნოემბერს ბერძნულ პანათინაიკოსს დაუპირისპირდება.