ლოპესის რეკორდი

ესპანელმა ჩოგბურთელმა დევისის თასის ნახევარფინალი კაილ ედმუნდთან დათმო

დევისის თასის ნახევარფინალში ესპანელი ფელიციანო ლოპესი ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდა და ორ სეტში 3:6; 6:7 დამარცხდა. 

 

38 წლის სპორტსმენისთვის ეს მარცხი კარიერაში 445-ე გახლდათ, რითიც ანტირეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ლოპესის წაგებამდე ყველაზე მეტი მარცხი ფრანგი ფაბრის სანტოროს ანგარიშზე გახლდათ.

 

შეგახსენებთ, რომ ლოპესმა ზაფხულში ლონდონის 500 ქულიანი ტურნირი მოიგო. გეტყვით იმასაც, რომ ესპანელი ATP ტურნირების შვიდგზის გამარჯვებულია. ამ მომენტისთვის ლოპესი 63-ე ჩოგანი გახლავთ.