ესპანეთი დევისის თასის გამარჯვებულია

ფინალში ესპანელებმა კანადა დაამარცხეს

სერხი ბრუგერას გაწვრთნილმა ესპანეთმა ფინალში კანადა დაამარცხა. რაფაელ ნადალის გამარჯვება დენის შაპოვალოვთან (6:3; 7:6) გადამწყვეტი აღმოჩნდა.

 

ესპანეთს პირველი ქულა რობერტო ბაუტისტა-აგუტმა მოუტანა. მან ფელიქს ოჟე-ალიასიმი ანგარიშით 2:0 (7:6; 6:3) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ესპანელ ჩოგბურთელს რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა, რის გამოც ის ტურნირს დაგვიანებით შეუერთდა.

 

ესპანეთისთვის ეს არის დევისის თასზე მე-6 გამარჯვება. რაფა ნადალისთვის და ფელისიანო ლოპესისთვის ეს მე-5 ჩემპიონობაა აღნიშნულ ტურნირზე, აქამდე მათ 2004, 2008, 2009 და 2011 წლებში გაიმარჯვეს.