პაპუნაშვილის თანაგუნდელი დააკავეს - გარიგებული მატჩების სერია!

გაირგებული მატჩები ესპანეთში

ესპანეთში პოლიციამ ოპერაცია „ოიკოსი“ ჩაატარა და გარიგებული მატჩების ორგანიზებისა და შესრულების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა. აქედან ერთ-ერთი გიორგი პაპუნაშვილის თანაგუნდელი, ცენტრალური მცველი ხავიერ ატიენცა ვალვერდე, იგივე პიჩუაა...

 

ეს ამ ოპერაციის მეორე ფაზაა, იმავე ბრალდებით აქამდე ფეხბურთელები: აგუსტინ ლასაოსა და ხუან კარლოს გალინდო, სარაგოსას ფინანსური დირექტორი კარლოს კარლოსი, ტენერიფეს ყოფილი ფეხბურთელი და შემდეგ მწვრთნელი, არიტზ ლოპეს გარაი და ბარსას ყოფილი ფეხბურთელი ინიგო ლოპესიც დააკავეს.